Back to Top
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020 15:05

სოციალური ქსელი, როგორც ოპონენტის დისკრედიტაციის საშუალება პოსტსაარჩევნო პერიოდში

მიხეილ სააკაშვილის აგარაკი, ვიდეოდან ამოჭრილი ელენე ხოშტარიას კადრი, - ეს მცირე ჩამონათვალია იმ ფეისბუქპოსტებისა, რომლებსაც მმართველი გუნდის გორელი წარმომადგენლები სოციალურ ქსელში აზიარებენ. 

 

 

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციის პროტესტის პარალელურად სოციალურ ქსელში სამთავრობო მედიების მიერ მომზადებული გადაცემებისა და ოპოზიციის შესახებ სხვადასხვა შინაარსის ამბების გაზიარება "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მხრიდან გახშირდა. 

 

ყველაზე ხშირად აღნიშნული შინაარსის პოსტებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ფრაქციის "ქართული ოცნება" თავმჯდომარე აზიარებენ. 

 

საკრებულოს თავმჯდომარეს ერთ დღეში, ვიდეოდან ამოჭრილი ელენე ხოშტარიას კადრი 3-ჯერ აქვს გაზიარებული. იგივე პოსტი რაზმაძემ მომდევნო დღეებშიც გააზიარა. პოსტში ნათქვამია, რომ ოპოზიციონერი ელენე ხოშტარია პოლიციელს სახეში ასხავს საღებავს. კადრი ამოჭრილია ერთ-ერთი მედიასაშუალების საინფორმაციო გამოშვებიდან.

 

 

სრულ ვიდეოში ჩანს, რომ ხოშტარია სამართალდამცავებთან ჭიდილის დროს ჯებირზე წარწერის დატოვებას ცდილობს. 

 

 

სრულ ვიდეოში ჩანს, რომ ხოშტარია სამართალდამცავებთან ჭიდილის დროს ჯებირზე წარწერის დატოვებას ცდილობს. 

 

 

 

ანალოგიური შინაარსის პოსტებს აზიარებს მიხეილ გოგონაშვილი, ფრაქციის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

 

მის პოსტებში ხშირად შევხვდებით შეურაცხმყოფელ გამოხმაურებებს  ოპოზიციის სხვადახვა წარმომადგენლების მიმართ.

 

 

 

 

 

 

რაც შეეხება ოპოზიციის ადგილობრივ წარმომადგენლებს, საკრებლოს წევრები ენმ-დან, ვასილისა ჯაბახიძე და ბექა ქორჩილავა ფეისბუქის პირად გვერდზე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორისა და "ქართული ოცნების" მიერ მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებულ გიორგი ხოჯევანიშვილის შესახებ მომზადებულ მასალებს აზიარებენ, სადაც მის ქონებასა და ბიზნესებზეა საუბარი.

 

 

 

ვასილისა ჯაბახიძე სიუჟეტში ამბობს, რომ ძმებმა ხოჯევანიშვილებმა სხვა ფიზიკურ პირზე გადაფორმების გზით, გორში მდებარე კინოს ძველი შენობა შეიძინეს, მათივე ინიციატივით, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჩამოართვეს და სავაჭრო ცენტრს აშენებენ.

 

 

აღნიშნული შენობის შესახებ რადიო "მოზაიკამ" ვრცელი სტატია რამდენიმე თვის წინ მოამზადა. სტატიის მიხედვით, შენობა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა, გიორგი ჩაჩანაძემ შეიძინა, სადაც სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავდა. გიორგი ჩაჩანიძის ბიძამ, გივი ჯამელაშვილმა რადიო "მოზაიკას" უთხრა, რომ როდესაც შენობა აუქციონის წესით გაიყიდა, მისი დისშვილი აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო, მის ოჯახს კი ხოჯევანიშვილებთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. 

 

ამავე თემაზე: გორში, ძველი კინოს შენობის ადგილას ახალი ობიექტი აშენდება - რა სივრცეები განთავსდება შენობაში