Back to Top
პარასკევი, 04 დეკემბერი 2020 19:06

რას ფიქრობს გორში სამოქალაქო საზოგადოება ერთპარტიული პარლამენტის შესახებ?

საქართველოში მე-10 მოწვევის პარლამენტი, სავარაუდოდ, 11 დეკემბერს შეიკრიბება, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია უარს იტყვის მანდატებზე, საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული იქნება. ამ საკითხზე ოპოზიციასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

 

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება ქვეყანა ერთპარტიული პარლამენტის არსებობის შემთხვევაში? - ამაზე გორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას სხვადასხვა პოზიციები აქვთ, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ერთპარტიული პარლამენტი დემოკრატიას საფრთხეს შეუქმნის.

იურისტი თამარ თედლიაშვილი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება“ ოპოზიციის გარეშე დაგაწყვეტილებების მიღებას ვერ შეძლებს.

 

 

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება სახელმწიფო? - ამ კითხვაზე გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიშა ჩიტაძე გვპასუხობს, რომ ეს ქვეყნის განვითარებას შეუშლის ხელს.

 

 

ერთპარტიული პარლამენტის არსებობას ფინანსისტი თამარ ედიშერაშვილი ანომალიად მიიჩნევს და ამბობს, რომ ოპოზიცია თუ შეინარჩუნებს ერთობას, გამოხატავს საქართველოს უმრავლესობის პოზიციას.

 

ინფორმაციისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა.

 

არსებული მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებზე ბარიერი 9 პარტიამ გადალახა. “ქართულ ოცნებას,“ რომელმაც ხმების 48.23% აიღო, 61 მანდატი ერგო წილად, დანარჩენი 59 მანდატი კი ოპოზიციურ პარტიებზე გადანაწილდა. თუ ოპოზიცია მეორე ტურებს ბოიკოტს გამოუცხადებს, მაშინ მაჟორიტარული წესით მმართველი პარტია კიდევ 30 მანდატს მიიღებს და ჯამში 91 მანდატს მოაგროვებს.