Back to Top
სამშაბათი, 08 დეკემბერი 2020 12:19

„ლელოს“ წარმომადგენლებმა გორის ქუჩები სააგიტაციო მასალებისგან გაათავისუფლეს

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლებმა გორის ქუჩები სააგიტაციო მასალებისგან გაათავისუფლეს.

" "ლელოს" გორის ოფისის წარმომადგენლებმა გავასუფთავეთ ქალაქი სააგიტაციო მასალებისგან. კარგი იქნება თუ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც გაითვალისწინებენ" , - აცხადებენ პარტიაში.

 

როგორც ცნობილია, საარჩევნო სუბიექტებს ვალდებულება აქვთ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 15 დღის ვადაში ჩამოხსნან სააგიტაციო მასალა.