Back to Top
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2020 13:46

რაზე იმუშავებს გორი-კასპის მაჟორიტარი თავდაპირველად - ხოჯევანიშვილის პასუხი

მაჟორიტარი დეპუტატი გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრო.

 

კითხვაზე თუ რა იქნება ის პირველი საქმე, რაზეც ხოჯევანიშვილი პარლამენტის წევრის სტატუსით გააკეთებს, პასუხობს, რომ საქართველოს პარლამენტის წინაშე ამ ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი საკითხი დგას.

 

"ეს არის მთავრობის ფორმირება და საბოლოოდ დამტკიცება. მეორე საკითხი არია ბიუჯეტის დამტკიცება. ეს არის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი. სწორედ ამ ორ საკითხზე ვიმუშავებ პირველ ეტაპზე. შემდგომში რა საკითხებზეც ვიმუშავებ, ამაზე შემდეგში გვექნება კომუნიკაცია" , - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

 

მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრებმა პირველ სხდომაზე დადეს ფიცი, რომლის მიხედვითაც ისინი კეთილსინდისიერად აღასრულებენ თავის მოვალეობებს.