Back to Top
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2020 15:26

ხოჯევანიშვილი თვლის, რომ ოპოზიცია არასწორად რადიკალიზირებულია

მაჟორიტარმა დეპუტატმა გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში გიორგი ხოჯევანიშვილმა ოპოზიციის ქმედებები შეაფასა. მისი აზრით, ისინი არასწორად რადიკალიზირებულები არიან.

"სამწუხაროდ, ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში არის არასწორად რადიკალიზირებული. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ერთადერთი მოთხოვნა და ერთადერთი არგუმენტი, რითიც სარგებლობდნენ და ითხოვდნენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, სრულად გაბათილდა. ვგულისხმობ "სამართლიანი არჩევნების" პარალელური დათვლის საბოლოო შედეგებს, რომელიც თითქმის იდენტურია ცესკოს შედეგებთან" - ამბობს ხოჯევანიშვილი.

 

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის პარლამენტის კარი ამ დროისთვის ღიაა და თუ აქვთ ქვეყნისთვის სასიკეთო პროექტებზე მუშაობის სურვილი, ხოჯევანიშვილი მათ პარლამენტში შესვლისკენ და მუშაობისკენ მოუწოდებს.