Print this page
ორშაბათი, 14 დეკემბერი 2020 17:12

გორის მუნიციპალიტეტის 6 სკოლაში დირექტორებს სამინისტრომ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა

გორის მუნიციპალიტეტის 6 სკოლაში დირექტორებს სამინისტრომ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნაზე სამინისტროს 40-მა დირექტორმა მიმართა.

"​უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 41 დირექტორს. 40-მა მათგანმა მიმართა მინისტრს განცხადებით და სთხოვა მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა. მათგან დაინიშნა 34 დირექტორი. ექვსი სკოლის ფხვენისის, სკრის, ბოშურის, ხიდისთავის, ერგნეთის, კარალეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორებს უარი მოუვიდათ", - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი

​ინფორმაციისთვის, 6-წლიანი ვადა გორის მუნიციპალიტეტის 41 სკოლის დირექტორს ამოეწურა. მათგან 34 მუშაობას ჯერ ისევ აგრძელებს.