Print this page
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2020 17:03

ხოჯევანიშვილი პარლამენტში ერთ-ერთი კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზეა წარდგენილი

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა პირველი მოადგილის პოსტზე დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი წარადგინა.

 

 

"კომიტეტის პრიორიტეტი თვითმმართველობის განმტკიცება და რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბება იქნება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

სხვა კომიტეტების მსგავსად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტშიც ვაკანტურად რჩება თავმჯდომარის ერთი მოადგილის თანამდებობა, სადაც კანდიდატურა ოპოზიციამ უნდა წარადგინოს.