შემოწირულობა პარტიის გორის ოფისის ხელმძღვანელის ეთერ ჯალაღანიას შვილმა, 24 წლის ვახტანგ მარწყვიშვილმა 24 ნოემბერს განახორციელა.
აღსანიშნავია, რომ მარწყვიშვილი ამჟამად სტუდენტია და კონკრეტული შემოსავალი არ უფიქსირდება.მან პარტიას თანხა წინასაარჩევნო პერიოდშიც შესწირა. კერძოდ, 21 აგვისტოს მარწყვიშვილმა „ევროპულ საქართველოს“ 19 990 ლარი გადაურიცხა.