Print this page
პარასკევი, 18 დეკემბერი 2020 13:39

არჩევნების შემდეგ „ევროპულ საქართველოს“ გორიდან 15 000 ლარი შესწირეს

პარტიას "ევროპული საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გორიდან 15 000 ლარი შესწირეს.


შემოწირულობა პარტიის გორის ოფისის ხელმძღვანელის ეთერ ჯალაღანიას შვილმა, 24 წლის ვახტანგ მარწყვიშვილმა 24 ნოემბერს განახორციელა.

 

აღსანიშნავია, რომ მარწყვიშვილი ამჟამად სტუდენტია და კონკრეტული შემოსავალი არ უფიქსირდება.მან პარტიას თანხა წინასაარჩევნო პერიოდშიც შესწირა. კერძოდ, 21 აგვისტოს მარწყვიშვილმა „ევროპულ საქართველოს“ 19 990 ლარი გადაურიცხა.