Back to Top
შაბათი, 12 სექტემბერი 2020 10:39

ლევან თარხნიშვილი გორში 18 წლის ბიჭის გარდაცვალებას გამოეხმაურა 

"ევროპული საქართველოს" კანდიდატი გორი -კასპის მაჟორიტარულ ოლქში, ლევან თარხნიშვილი , 18 წლის ბიჭის გარდაცვალებას გამოეხმაურა, რომელიც 8 ივნისს გორში, ერთ-ერთ რესტორანში სცემს. 

 

 

"კიდევ ერთი ახალგაზრდას სიცოცხლე შეიწირა ჩვენ ქვეყანაში გამეფებულმა დაუცველობამ. გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს. არ მინდა ტრაგედიის გაპოლიტიკურება, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ცვლილებების დროა. დროა გორში, ქართლში და საქართველოში დაბრუნდეს სიმშვიდე, წესრიგი და კეთილდღეობა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ერეკლეს ახლობლებს", - განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.