Print this page
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020 16:50

ადამიანის უფლებათ ცენტრი: "ოცნების" კანდიდატის კამპანიაში საჯარო მოხელეები მონაწილეობენ

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" გორი-კასპის საარჩევნო ოლქში წინასაარჩევნო პერიოდში არათანაბარ გარემოზე მიუთითებს.

 

იურისტი ლექსო მერებაშვილი ამბობს, რომ გიორგი ხოჯევანიშვილის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აქტიურად მიმდინარეობს და საჯარო მოხელეები სააგიტაციო პროცესში მოქალაქეთა სტატუსით არიან ჩართულები.

 

„საჯარო მოხელეები უზრუნველყოფენ ადამიანების მობილიზებას, გიორგი ხოჯევანიშვილის შეხვედრებისთვის. ახალგაზრდების ნაწილი გორის მუინიციპალიტეტში მოტყუების ფაქტებზეც საუბრობდნენ და აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იწვევდნენ და ადგილზე მისვლისას კანდიდატი დაახვედრეს. ასევე აღსანიშნავია პედაგოგებთან შეხვედრა რესურსცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, გიორგი ხოჯევანიშვილს აქვს საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ პერსონალთან აგიტაციის უპირატესობა, რაც მაგალითად ხელმიუწვდომელია სხვა კანდიდატებისთვის. სახელისუფლებო კანდიდატის შეხვედრებში აქტიურად ჩნდებიან საჯარო მოხოლეები, შსს-ს თანამშრომლები, საბავშო ბაღის აღმზრდელები და ა.შ.“, - ამბობს ლექსო მერებაშვილი.