Back to Top
პარასკევი, 25 სექტემბერი 2020 17:34

„ქართული ოცნება“ გორის ცენტრში კალათბურთის ტურნირს ატარებს

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კალათბურთის ტურნირი მიმდინარეობს.

 

ადგილზე 50-ზე მეტი მაყურებელი იმყოფება. მათ შორის არის პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი.

 

"მიხარია, რომ დღეს ძალიან მაგარი ღონისძიება გვაქვს და ყველა, ვისაც კალათბურთი გვიყვარს, აქ ვართ, ნაწილი მაინც. მეც შემოგიერთდებით. მიხარია, რომ ჩვენთან არიან წარმატებული და ყველასთვის საყვარელი კალათბურთელებიც, მაგალითად ვიქტორ სანიკიძე", - განაცხადა ხოჯევანიშვილმა. 

 

როგორც მან აღნიშნა, ერთ მატჩს თავადაც ითამაშებს.