Back to Top
შაბათი, 26 სექტემბერი 2020 13:01

ხოჯევანიშვილის კომპანიამ გორის ძაღლთა თავშესაფართან 3 წელში 16 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა

გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტომ, რომელსაც საზოგადოება მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის სახელით იცნობს, გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ხოჯევანიშვილის კომპანიასთან 3 წლის განმავლობაში 16 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა.

 

საქმე ეხება კომპანია „გაზლენდს , რომელიც სპეციალური სერვისების სააგენტოს საწვავით წლების განმავლობაში ამარაგებს. ჯამში, 16 გამარტივებული შესყიდვის თანხამ 3 487 ლარი შეადგინა.

 

აღსანიშნავია, რომ ხოჯევანიშვილი ამ კომპანიის 100%-ს ფლობს, თუმცა წილის მმართველად მას სიმონ ხოჯევანიშვილი ჰყავს დანიშნული.

 

გარდა, სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოსი, საწვავით „გაზლენდი“ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსაც ამარაგებდა. 2018 წელს სააგენტომ „გაზლენდთან“ 4 550 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.

 

2017 წელს კომპანიამ 28 800 ლარიანი  ხელშეკრულება გაუფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროსაც.