Back to Top
კვირა, 18 ოქტომბერი 2020 17:06

ხოჯევანიშვილი: მეუფის კურთხევა გვაქვს რომ მშვიდობით ჩაიაროს არჩევნებმა

"წინასაარჩევნო პერიოდში მეუფეს კურთხევა გვაქვს რომ მშვიდობით ჩაიაროს საარჩევნო პროცესმა" , - აღნიშნული განცხადება გააკეთა გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, კომბინატის დასახლებაში მშენებარე ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ აღავლინა.

"ყველას ვულოცავ გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს.წინასაარჩევნო პერიოდში მეუფეს კურთხევა გვაქვს რომ მშვიდობით ჩაიაროს საარჩევნო პროცესმა და, რა თქმა უნდა, ეს ორმაგად სასიამოვნოა როდესაც ეს ხდება აღდგომის ტაძარში, რომლის მშენებლობაც ათწლეულების განმავლობაში ვერ დასრულდა, ტაძარი იყო გუმბათის და გადახურვის გარეშე და ქართუ ფონდის დახმარებით შევძელით რომ მიგვეყვანა ბოლომდე" , - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

 

როგორც ცნობილია, კომბინატის დასახლებაში, აღდგომის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2003 წელს დაიწყო და 17 წლის განმავლობაში გაგრძელდა.