Back to Top
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020 16:08

ბასიშვილი: როცა "ქართული ოცნების" "ოქროს მოწმეები" მახსენებენ ე.ი. სწორ გზაზე ვდგავარ

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გორი-კასპის ოლქში ბადრი ბასიშვილი მის საარჩევნო შტაბს მადლობას უხდის.

 

ის 31 ოქტომბერს გამარჯვებას აანონსებს, დამადასტურებელ არგუმენტად კი ერთ-ერთი ოპონენტის კრიტიკას ასახელებს.

 

"როცა "ქართული ოცნების" პროკურატურის "ოქროს მოწმეები" და პუტინის მოკავშირეები მე მახსენებენ, ე.ი სწორ გზაზე ვდგავართ და მაგარი საარჩევნო კამპანია გვქონდა, ამისთვის მადლობა ჩემ შტაბს. ჩვენ მოვიგებთ ამ ბრძოლას! 31 ოქტომბერს, ყველამ დაითვალოს თავისი წარსული ცხოვრებითა და მომავლით აღებული ხმები და პროცენტი."-წერს ბადრი ბასიშვილი.

 

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ ბადრი ბასიშვილი უარყოფით კონტექსტში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქ პოსტში მოიხსენია და აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გორი-კასპის ოლქში ბასიშვილზე ძლიერი კანდიდატის მოძებნა გაუჭირდა.