Back to Top
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020 19:45

"ნაციონალურ მოძრაობას" გორიდან 37 650 ლარი შეწირეს

წელს გორიდან "ნაციონალურ მოძრაობას" 37 650 ლარი შეწირეს, თანხის დიდი ნაწილი პარტიის ანგარიშზე წინასაარჩევნო პერიოდშია გადარიცხული.

 

ყველაზე ადრე ენმ -ს თანხა ბადრი ბასიშვილმა შესწირა. კანდიდატად დასახელებამდე პარტიის ანგარიშზე მან 10 000 ლარი გადარიცხა.

 

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თანხა გორის ორგანიზაციის წევრმა კახა ლობჟანიძემაც შესწირა. 20 ოქტომბერს მან 5 000 ლარი გადარიცხა.

 

თანხა პარტიას კიდევ ერთმა მხარდამჭერმა, მარინე რჩეულიშვილმა შესწირა. მან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 5000 ლარი ჩაურიცხა.

 

ენმ-ს ანგარიშზე თანხა 4 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ვასილისა ჯაბახიძემ გადარიცხა 2100 ლარის ოდენობით. წინასაარჩევნო პერიოდში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მან სულ 5 500 ლარი შესწირა.

 

მიმდინარე წელს, პარტიას თანხა შესწირა ბექა ქორჩილავამაც. 24 ივნისს, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ქორჩილავამ 8 000 ლარი გადაურიცხა. 26 სექტემბერს კი 3 150 ლარი შესწირა. ჯამში მის მიერ შეწირული თანხები 11 150 ლარს აღწევს.

 

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თანხა წინასაარჩევნო პერიოდში 18 წლის გორელმა გოგომაც შესწირა. ლიზი მერებაშვილმა, რომელიც 18 წლის 2020 წლის 11 აგვისტოს გახდა, პარტიას 1 000 ლარი 21 აგვისტოს გადაურიცხა.