Back to Top
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020 14:33

COVID19-ის გამო, გორის საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრთა შემადგენლობა იცვლება

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების გამო, კომისიის წევრთა შემადგენლობა რამდენიმე უბანზე იცვლება.

 

"ვირუსის შემთხვევების გამო, კომისიის ზოგიერთი წევრი თვითიზოლაციაში იმყოფება, ამის გამო, იძულებულები გავხდით ჩაგვენაცვლებინა. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. ასეთი მდგომარეობაა მერეთში, ტინისხიდში, კარალეთში და ვოლოგდის დასახლებაში", - განმარტავს მალხაზ მირუაშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში კომისიის ერთი წევრის დაინფიცირების გამო, თვითიზოლაციაში სხვა წევრებიც გადაჰყავთ, რის გამოც, ხელახალი წევრების არჩევა მიმდინარეობს.