Back to Top
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020 17:14

რას პირდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილი ამომრჩეველს?

31 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველი 120 პარლამენტარს პროპორციული, 30-ს კი მაჟორიტარული სისტემით აირჩევს. გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში მაჟორიტარი-დეპუტატობისთვის 13 კანდიდატი იბრძვის. მათგან ერთ-ერთი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ხოჯევანიშვილია.

 

რას პირდება გიორგი ხოჯევანიშვილი ამომრჩეველს?

_____________________________________________________________

 

მშვიდობის შენარჩუნება  - დაპირება 1:

 

„ჩვენი გუნდის მთავარი მონაპოვარი ეს არის მშვიდობა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ეს ორი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ერთმანეთის გარეშე წარუმატებლობისთვის არის განპირობებული. თუ ჩენ რეგიონში არ გვექნება მშვიდობა, განვითარებაზე ფიქრიც უადგილო იქნება.“

 

ეკონომიკური განვითარება - დაპირება 2:

 

„სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და მოსახლეობაზე მორგებული პროექტების განხორციელება არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“.

 

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება - დაპირება 3:

 

„ჩვენი გუნდი გააგრძელებს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობას“.