Back to Top
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2020 13:41

დღეს გამოვლენილი კოვიდინფიცირებულები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ

მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს covid 19 დაუდასტურდებათ, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

 

ამის შესახებ #15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა ისაუბრა, როგორც ის ამბობს, სიები უკვე შედგენილია და ცვლილება ვეღარ მოხდება.

 

“მოქალაქეებს ვისაც დღეს დაუდასტურდებათ ვირუსი, ვერ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, რადგან სიები უკვე შედგენილია და ვეღარაფერს შევცვლით“, - ამბობს მალხაზ მირუაშვილი​​.

 

ინფორმაციისთვის, ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. როგორც ცნობილია, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, არჩევნებში საკუთარ პოზიციას, გადასატანი ყუთის მეშვეობით დააფიქსირებენ.