მე -15 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მალხაზ მირუაშვილის თქმით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით 290 ამომრჩეველმა მიმართა.
“გადასატანი ყუთით 290 ადამიანი ისარგებლებს. აქედან 129 სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 62 გორმედში გადის მკურნალობას კოვიდზე. 99 ამომრჩეველი კი თვითიზოლაციაშია“, - თქვა მალხაზ მირუაშვილა
ინფორმაციისთვის, დღეს გამოვლენილი კოვიდინფიცირებული მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
ამავე თემაზე: დღეს გამოვლენილი კოვიდინფიცირებულები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ