Back to Top
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2020 14:13

გორელმა ამომრჩეველმა საარჩევნო სიაში ოჯახის გარდაცვლილი წევრის მონაცემები აღმოაჩინა

გორში მცხოვრებმა ოჯახმა საარჩევნო სიაში გარდაცვლილი წევრის სახელი და გვარი ნახა.

 

პირი, რომელიც 2 წლის წინ გარდაიცვალა, საარჩევნო სიაში წერია. 

 

როგორც ირკვევა, პირი 2018 წლის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაა გარდაცვლილი, თუმცა ამომრჩევენლთა ერთიან სიაში მისი მონაცემები დღემდე ფიქსირდება.

 

ოჯახს არჩევნებამდე გარდაცვლილის საარჩევნო ბარათიც მიუტანეს.