Back to Top
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2020 14:53

მაკრახიძე: ერთი მაჟორიტარის სურვილზე რომ იყოს დამოკიდებული, მეტი გაკეთდებოდა

მოქმედი დეპუტატი საპარლამენტო მანდატის ამოწურვამდე მაჟორიტარობის ინსტიტუტს აფასებს და ამბობს, რომ მოტივაციის და სურვილის მიუხედავად, კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი.

 

იოსებ მაკრახიძის განმარტებით, მხოლოდ ერთი მაჟორიტარის ხმა ვერაფერს შეცვლის, თუ მას საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება.

 

"მე ხომ ცალკე ბიუჯეტი არ მაქვს, მერიისგან განსხვავებით. რაიმე საკითხის გადაჭრა რომ მოინდომოს მაჟორიტარმა, ან თვითმმართველობას უნდა სთხოვოს ან დააყენოს საკითხი პარლამენტში და მთავრობაში. მთელი რიგი პროცედურებია გასავლელი. მე ამ პერიოდში უფრო მეტად გავიაზრე, რომ რასაც დაისახავ მიზნად, ბოლომდე უნდა მიყვე და გააკეთო. მაგრამ მხოლოდ ერთი კაცის სურვილი არაფერს ცვლის, თუ მხარდაჭერა არ გექნება. სწორედ ამ მხარდაჭერით ხდებოდა ჩემი ინიციატივების განხორციელება გორში", - ამბობს იოსებ მაკრახიძე.

 

გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა 4 წლის განმავლობაში ისე დაასრულა, რომ საპარლამენტო ტრიბუნა არცერთხელ გამოუყენებია.

 

ამავე თემაზე: მაკრახიძე: გული მწყდება, რომ გორში გამსახურდიას ძეგლი ჩემი მაჟორიტარობის დროს ვერ დაიდგა