"ბადრი ბასიშვილი გორის ოლქში ხმის მიცემის უფლება შეუზღუდეს. იმის მიუხედავად,რომ შესაბამისი განაცხადი საჯარო რეესტრში ვადის სრული დაცვით შეიტანა, საარჩევნო სიაში მაინც ვერ მოხვდა.ამაში იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დევნილთა სამმართველოს შიდა ქართლის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ჭამპურიძე ურევია", - ამბობენ ბადრი ბასიშვილის საარჩევნო შტაბში.
თავად მაჟორიტარი-დეპუტატობის კანდიდატი კი ფიქრობს, რომ მას მიზანმიმართულად შეუშალეს ხელი მისამართის შეცვლაში.