Back to Top
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 08:38

გორში მე-9 საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" აგიტატორები მობილიზდნენ - დამკვირვებელი

გორში მე-9 საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" აგიტატორები არიან მობილიზებულები - ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის დამკვირვებელმა, თეონა ფანქველაშვილმა მიაწოდა.

 

დამკვირვებელმა მოგვაწოდა ვიდეო-მასალაც, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო უბანთან დგას ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც აქვთ სიები და აწარმოებენ საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას. ვიდეოში ისინი თავადვე ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან.