Back to Top
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 09:06

„ხმას დაუწიე“ - დაპირისპირება გორში მე-9 საარჩევნო უბანში

გორში, მე-9 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრს, რომელსაც რეგისტრატორის ფუნქცია ერგო წილისყრით, ნაკადის მომწესრიგებლობა ჩააბარეს - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ის დამკვირვებელმა თეონა ფანქველაშვილმა აცნობა.

 

დამკვირვებლის თქმით, კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გადანაწილება ხარვეზებით მოხდა, რაზეც ის საჩივრის დაწერას აპირებს.

 

"ჩაატარეს წილისყრა, რომლითაც კომისიის წევრებს ფუნქციები უნდა გადანაწილებოდათ. წილისყრა ჩატარდა დარღვევებით, რადგან ერთ-ერთ წევრს ერგო რეგისტრატორის ფუნქცია, მაგრამ მას ნაკადის მომწესრიგებლობა ჩააბარეს", - ამბობს ფანქველაშილი.

 

მან ეს ფაქტი უბანზევე გააპროტესტა და შესაბამისი ვიდეო-მასალაც მოგვაწოდა.