Back to Top
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 09:49

„ქართული ოცნების“ აგიტატორები გორის სოფლებში გახსნილ უბნებზეც გამოჩნდნენ

"ქართული ოცნების" აგიტატორები გორის სოფლებში გახსნილ საარჩევნო უბნებზეც გამოჩნდნენ.

 

ისინი ძირითადად მიკროავტობუსებში სხედან, აქვთ სიები და საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს აღრიცხავენ.

 

შესაბამისი ფოტო მასალა რადიო "მოზაიკას" მოაწოდეს ტინისხიდსა და მეჯვრისხევში გახსნილი საარჩევნო უბნებიდან. საარჩევნო უბანზე მობილიზებული აგიტატორების ნაწილი თავადვე ამბობს, რომ ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერია.