Back to Top
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 10:00

ატენში, 25-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის წილისყრა არ ჩატარებულა - ენმ

ატენში, 25-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის წილისყრა არ ჩატარებულა - ამის შესახებ რადიო "მოზიაკას" ენმ-ის წარმომადგენელმა ანა ჯებისაშვილმა აცნობა.

 

ჯებისაშვილის თქმით, კომისიის წევრებს შორის ფუნქციების დანაწილების მიზნით, წილისყრა საარჩევნო უბნის გახსნამდე, 08:00 საათამდე უნდა ჩატარებულიყო.

 

"არ ჩაატარეს წილისყრა, ისე გახსნეს უბანი. ჩვენმა წარმომადგენლებმა და დამკვირვებლებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს და წილისყრის ჩატარება მოხდა ამის შემდეგ, დაგვიანებით", - გვითხრა ჯებისაშვილმა.

 

მისი თქმით, წილისყრის გარეშე ფუნქციების დანაწილება აჩენს ეჭვს, რომ კომისიის წევრები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებენ.