Back to Top
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 10:33

იურისტი: აგიტატორებს საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის სიახლოვეში ყოფნის უფლება არ აქვთ

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ლექსო მერებაშვილი საარჩევნო უბნებთან "ქართული ოცნების" აგიტატორების მობილიზებას ეხმაურება.

 

მისი განმარტებით, მათ უბნებიდან 25 მეტრის მოშორებით ყოფნის უფლება აქვთ, თუმცა მისი თქმით, ეს ამომრჩევლების თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის საშიშროებას ქმნის.

 

"აგიტატორებს საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის სიახლოვეში ყოფნის უფლება არ აქვთ. მიმდებარე ტერიტორიაზე შესაძლებელია, თუმცა ეს მაინც ქმნის ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენის რისკს", - აცხადებს ლექსო მერებაშვილი.

 

"ქართული ოცნების" აგიტატორები გორის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებთან დილიდან მობილიზებულები არიან.

 

ამავე თემაზე: გორში მე-9 საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" აგიტატორები მობილიზდნენ - დამკვირვებელი

ამავე თემაზე: „ქართული ოცნების“ აგიტატორები გორის სოფლებში გახსნილ უბნებზეც გამოჩნდნენ