Back to Top
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 11:41

გორში მე-17 საარჩევნო უბანში სათვალთვალო კამერები იყო ჩართული

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე მე-17 საარჩევნო უბანში სათვალთვალო კამერები იყო ჩართული, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" დამკვირვებლებმა აცნობეს.

 

მათი თქმით, საარჩევნო უბანი გახსნილია სკოლის ოთახში, სადაც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული.

 

"ეს კამერები იყო ჩართული და შესაბამისად, აფიქსირებდა ამომრჩევლების მოსვლას, მათ ვინაობას. არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, კამერებზე ფიქსირდებოდა თუ არა საარჩევნო კაბინა, თუმცა ამომრჩევლების მონაწილეობის ვიდეო გადაღებაც დიდი დარღვევაა, რაზეც ენმ-მ საჩივარი დაწერა", - გვითხრა დამკვირვებელმა.