Back to Top
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 11:47

ქართული ოცნება: გორის მუნიციპალიტეტში არსად დარღვევები არ ფიქსირდება

"ქართული ოცნების" გორის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, მე-15 საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირ დარღვევას ამ დროისთვის ადგილი არ ჰქონია.

 

 

გელა კაპანაძის განცხადებით, ამომრჩევლის აქტივობა დილიდან მაღალია და პროცესი ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

 

"ამ წუთებში ყველაფერი რიგზეა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ჩვენი ინფორმაციით, ამომრჩევლის აქტივობა დილიდან საკმაოდ მაღალია, იმედი გვაქვს მთელი დღე ასე მშვიდად ჩაივლის. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, არსად არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია", - ამბობს გელა კაპანაძე.