Back to Top
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 11:55

ფლავის საარჩევნო უბანზე მოქალაქეს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში, 66-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქე ლალი ბერძნიშვილს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს.

 

საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ მოქალაქეს განუმარტა, რომ სპეციალურ სიაში იყო მისი გვარი, როგორც თვითიზოლაციაში მყოფის ან კოვიდით ინფიცირებულის, თუმცა ბერძნიშვილმა აღნიშნული ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ მისი გვარი ამ სიაში შეცდომით მოხვდა.

 

"არც კორონავირუსი მქონია და არც კონტაქტი ვყოფილვარ ვინმესი, რომ თვითიზოლაციის რეკომენდაცია მოეცათ, შესაბამისად, გაუგებარია რატომ მოვხვდი სპეციალურ სიაში", - აცხადებს ლალი ბერძნიშვილი.

 

​საბოლოოდ, მას ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა.