Back to Top
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 12:20

ფლავის 66-ე უბანზე ერთით მეტი ბიულეტენია გაცემული

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავში, 66-ე საარჩევნო უბანზე 12:00 საათის მონაცემებით, 78 ბიულეტენია გაცემული, თუმცა რეგისტრატორმა მხოლოდ 77 ხელმოწერა დააფიქსირა.

 

ამის შესახებ, რადიო "მოზაიკას" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა ნინო ვარძელაშვილმა განუცხადა.

 

"​78 ბიულეტენია გაცემული და 77 ხელმოწერაა დაფიქსირებული. შენიშვნების წიგნში დავაფიქსირე აღნიშნული ფაქტი. როგორც ჩანს, ერთით მეტი ბიულეტენია გაცემული", - განაცხადა ნინო ვარძელაშვილმა.

 

66-ე საარჩევნო უბანზე სულ 1 085 ამომრჩეველია რეგისტრირებული.