Back to Top
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 13:29

ლევან თარხნიშვილი: საარჩევნო უბნებთან ფულს არიგებენ, არსებობს დამადასტურებელი მასალა

კასპისგან განსხვავებით, გორის მუნიციპალიტეტში არჩევნები მთელი რიგი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, - ეს განცხადება რადიო "მოზაიკასთან" "ევროპული საქართველოს" კანდიდატმა ლევან თარხნიშვილმა გაააკეთა.

 

მისი განმარტებით, არსებობს დამადასტურებელი ფოტო-ვიდეო მასალა, სადაც ამომრჩევლებზე კონვერტით თანხის გადაცემის ფაქტებია ასახული.

 

"ჩვენმა წარმომადგენლებმა გორში, საარჩევნო უბნებთან არაერთი ფაქტი დააფიქსირეს, მათ შორის კონვერტით თანხის დარიგების შემთხვევები. არსებობს ვიდეო მასალაც, სადაც ეს ყველაფერია ასახული. გარდა ამისა, მე-5 სკოლასთან გაურკვეველი სტატუსის მქონე ადამიანები გადაადგილდებოდნენ, თითქოს შეჭრა უნდოდათ უბანზე თუ ხელის შეშლა. ჩვენები რომ დაინახეს, მიიმალნენ. ეს ჩანაწერიც არსებობს. ასევე მინდა ვთქვა, რომ მაღალი აქტივობაა და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანები არიან დაინტერესებულები ცვლილებებით", - ამბობს ლევან თარხნიშვილი.