Back to Top
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 14:00

პაპუნა კობერიძე: „ქართლი ოცნება“ ყველა რესურსს იყენებს ამომრჩევლის მოსასყიდად

"ლელოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გორი - კასპის ოლქში, პაპუნა კობერიძე რადიო "მოზაიკასთან" არჩევნების პროცესს აფასებს და ამბობს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან მხარდამჭერებს ფულს აძლევენ.

 

 

"ერთი შემთხვევა იყო გორის მე-5 სკოლასთან, რომ ფულს არიგებდნენ, ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა. ცხადია, "ქართული ოცნება" ყველა რესურს იყენებს. საერთო ჯამში, ამ დროისთვის რაიმე სერიოზული ექსესი არ დაფიქსირებულა", - ამბობს პაპუნა კობერიძე.