Back to Top
შაბათი, 31 ოქტომბერი 2020 16:03

დაპირისპირება გორის #7 საარჩევნო უბანთან

გორის #7 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება მოხდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრსა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის.

 

 

ბექა ქორჩილავას თქმით, საარჩევნო უბნებთან ქართული ოცნების მხარდამჭერები დილიდან იმყოფებიან. როგორც ის ამბობს, ადგილი აქვს ამომრჩევლის მოსყიდვას.

 

''ქართული ოცნების" მხარდამჭერები აღნიშნულ ფაქტს სიცრუეს უწოდებენ და ამბობენ, რომ ისინი კანონის ყველა წესის დაცვით მოქმედებენ და კანონდარღვევას ადგილი არ აქვს.

 

 

​ენმ-ის წარმომადგენელის, ანა ბალიაშვილის თქმით, უბნებზე ამომრჩევლის მოსყიდვა მასიურად ხდება.


"კოორდინატორები და აგიტატორები დგანან საარჩევნო უბნებთან ძალიან ახლოს, არ იცავენ დისტანციას, რომელიც დადგენილია საარჩევნო კანონმდებლობით. ისინი ასევე შემჩნეულები არიან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებში, ეს ხდება თითქმის ყველა უბანთან", - ამბობს ანა ბალიაშვილი.