თეონა ფანქველაშვილის თქმით, ცესკო-ს იდენტური სიებით ადამიანები დგანან საარჩევნო უბანთან და ინიშნავენ საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების ვინაობას.
"ცესკო-ს პასუხისმგებლობაა ყველა იმ პირადი ინფორმაციის დაცვა, რომელიც საარჩევო სიებშია მოცემული. ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია დღეს არის "ქართული ოცნების" აგიტატორების ხელში. მათ აქვთ ცესკო-ს იდენტური სიები, დასურათებული, ამომრჩევლის ყველა პირადი ინფორმაციის მითითებით. ეს არის ძალიან დიდი კანონდარღვევა და მიუთითებს საარჩევნო კომისიის თანამშრომლობაზე მმართველ პარტიასთან", - ამბობს თეონა ფანქველაშვილი.