ცხინვალის სკოლების მოსწავლეებს ავტომატიდან სროლა ასწავლეს

აპრილი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ცხინვალში არსებული ყველა სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები სამი დღის განმავლობაში პოლიგონძარწემზე“ ცეცხლსასროლ იარაღთან მოპყრობის წესებს ითვისებდნენ.

დე ფაქტო სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ მოსწავლეები საწვრთნელ სროლებისათვის AK-74 ტიპის ავტომატს გამოიყენეს.

„სწავლებას ასევე დაესწრო შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი. მან გოგონებთან და ბიჭებთან ერთად იარაღთან მოპყრობის შესახებ ტრენინგი გაიარა და შემდეგ სამიზნეების განადგურებაში მიიღო მონაწილეობა“- აცხადებენ დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში.

სწავლების ხელმძღვანელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო მომზადების უფროსი, პოლკოვნიკი ალბერტ ბაგაევი ამბობს, რომ მოსწავლეებმა კარგი შედეგი აჩვენეს.

საბრძოლო სწავლებები შეთანხმებული იყო ე.წ. ცხინვალის ადმინისტრაციის განათლების დეპარტამენტთნ.

Read 3142 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი