გორში ევროპის დღეების აღსანიშნად ემზადებიან

აპრილი 26 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ევროპის დღეებს გორში 2-8 მაისის ჩათვლით აღნიშნავენ.

მერიის წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის ხელმძღვანელთან და კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს დირექტორთან შეხვედრაზე ის ღონისძიებები განიხილეს, რომლებიც გორში ევროპის კვირეულის აღსანიშნად უნდა გაიმართოს.

ევროპის დღეების აღნიშვნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რობერ შუმანის მიერ 1950 წლის 9 მაისს ევროპული ინტეგრაციის იდეის გაცხადებას უკავშირდება. დღესასწაული 1951 წლიდან აღინიშნება, როდესაც შეიქმნა ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება 6 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი) მონაწილეობით. დღეისათვის ევროპის კავშირი 25 ქვეყანას აერთიანებს. საქართველოში ევროპის დღეები წელს მეექვსედ აღინიშნება. ღონისძიების მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებისა და მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ საქართველოში განხორციელებულ აქტივობების გაცნობაა.

Read 866 times Last modified on Last modified on აპრილი 26 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი