Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018 16:49

"დილამ" "ლოკომოტივი" დაამარცხა

Rate this item
(0 votes)

ეროვნულ ლიგის მე-8 ტურის მატჩში გორის ,,დილა” თბილისში „ლოკომოტივს დაუპირისპირდა.

თბილისელებთან  შეხვედრამდე გორის "დილა" გათამაშების ცხრილში 12 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფებოდა, ლოკომოტივს კი 7 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა და ბოლო ადგილს იკავებდა.

ფავორიტებად გორელები ითვლებოდნენ და მატჩიც ლოგიკური შედეგით დასრულდა.

ანგარიში ლეანდრო რიბიერომ 19 წუთზე გახსნა. ალვინ ფორტესმა კი 30 წუთზე რაჟამაშვილის პასით სხვაობა ორამდე გაზარდა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლის გატანა  38-ე წუთზე მოახერხეს.

გორელებს უპირატესობა არც მეორე ტაიმში გაუშვიათ ხელიდან. 61-ე წუთზე „დილამ“ მესამე გოლი გაიტანა. დუბლი რიბიერომ შეასრულა. მატჩი დილას გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა

8 ჩატარებული თამაშის შემდეგ გორის "დილა" 15 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს "დილა" თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ  2 მაისს  გამართავს

Read 1715 times Last modified on ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018 17:07