"სოფელი 10 წლის ისტორიით" - საუკეთესო ნამუშევარი დევნილთა თემაზე

აპრილი 27 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" მასალამ კონკურსში "დევნილთა პრობლემები და გამოწვევები საქართველოში" გაიმარჯვა. 

"მოზაიკამ" კონკურსზე სტატია "სოფელი 10 წლის ისტორიით" წარადგინა. მასალა ახალ ხურვალეთში მცხოვრები დევნილების ყოველდღიურობას ასახავს. 

კონკურსის ორგანიზატორები საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (ჩHჩA) და "კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველო" (LAG) იყვნენ. იგი მიზნად დევნილთა პრობლემებისა და გამოწვევების წინ წამოწევას ისახავდა. კონკურსი პროექტის "სამართლიანი საზოგადოებისკენ" ფარგლებში ჩატარდა.

საკონკურსო ნამუშევრებიდან 3 საუკეთესო - ჟიურიმ, ხოლო ერთი საუკეთესო ქსელის "პრო-ინტეგრაცია" წევრებმა შეარჩიეს.

პირველი და მესამე ადგილები, ტელეკომპანია "იმედისა" და რადიო "ათინათის" ნამუშევრებს ერგოთ.

"მოზაიკას" მასალამ მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ქსელის "პრო-ინტეგრაცია" რჩეულიც სწორედ აღნიშნული სტატია გახდა. მისი ავტორი რადიო "მოზაიკას" მთავარი რედაქტორი გვანცა დოლუაშვილია. ის 2016 წლიდან "მოზაიკას' დირექტორია. 

Read 1723 times Last modified on Last modified on აპრილი 27 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი