ახალგაზრდების დეპუტატთან შეხვედრას გორის "დემოკრატიის სკოლამ" უმასპინძლა

აპრილი 30 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ახალგაზრდები გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ-დეპუტატ თენგიზ ხუბულურს შეხვდნენ.

ნინო ხარიბეგაშვილი დეპუტატთან შერსახვედრად კარალეთიდან ჩამოვიდა. თენგიზ ხუბულურთან საუბრისას, მან ბიბლიოთეკის საკითხი გამოყო და აღნიშნა, რომ სოფელში სამკითხველო დაწესებულების არარსებობა განათელების პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს.

მასთან ერთად "გორის დემოოკრატიის" სკოლაში გამართულ შეხვედრას, გორის მუნიციპალიტყეტის სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდები დაესწრნენ. ძევერაში მცხოვრები რევაზ მურალოვი ამბობს, რომ მისი თანატოლები დიდ დროს გარეთ, "ბირჟაზე" ატარებენ, რადგან საკუთარი ყოველდრიურობის შეცვლის მოტივაცია არ აქვთ. შეხვედრაზე მან სწორედ მათი გააქტიურების საჭიროებაზე ისაუბრა და სპორტული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა მოითხოვა.

დეპუტატი გორის თემში ახალგაზრდებს შორის ჩემპიონატის გამართვის ინიციატივით გამოვიდა. თენგიზ ხუბულურის აზრით, სპორტული ღონისძიებები მათი ჩართულობის გაზრდასთან ერთად, სხვადასხვა სოფლის ახალგაზრდების დააახლოებასაც შეუწყობს ხელს.

შეხვედრის დასასრულს, დეპუტატმა აღნიშნა, რომ უფლებამოსილების ამოწურვამდე დაპირებული სპორტული მოედნების გახსნას აპირებს. მანამდე კი. სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრების მოწყობას ყოველთვიურად გეგმავს.

დღევანდელი შეხვედრა "ევროპის დღეების" ფარგლებში გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულის, მაგული მამუკაშვილის ინიციატივით მოეწყო. ის, ამავე დროს, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელიცაა.

Read 611 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი