რადიო "მოზაიკას" სასწავლო პროგრამისთვის მონაწილეების შერჩევა დასრულდა

მაისი 01 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკამ" დაასრულა მონაწილეების შერჩევა ორთვიანი სასწავლო კურსისა და სტაჟირების პროგრამისთვის. 

ღია კონკურსის წესით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 6 ახალგაზრდა შეირჩა. 

  1. ანა ბერუაშვილი
  2. ლიკა კასრაძე
  3. მარიამ მაჩაბელი
  4. თინათინ ბარჯაძე
  5. ანი თათანაშვილი
  6. ნათია ქრისტესიაშვილი

შერჩეული აპლიკანტები გაივლიან ორთვიან ინტენსიურ თეოორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. 

სასწავლო კურსი მონაწილეებს დაეხმარებათ, კრიტიკულად აღიქვან ჟურნალისტური მასალის შინაარსი და ის გავლენა, რომელსაც მედიაპროდუქცია და მედიის გზავნილები ახდენს საზოგადოებაზე. ასევე, განივითარონ ჟურნალისტური უნარ-ჩვევები და ისწავლონ ამბის თხრობის ტექნიკები.

პრაქტიკული სწავლების ეტაპზე, მონაწილეები თავად დაგეგმვავენ, ჩაწერენ და მოამზადებენ გადაცემებს/სიუჟეტებს. მათ საშუალება ექნებათ, მათთვის საინტერესო თემებზე შექმნან სხვადასხვა სახის ჟურნალისტური მასალები. მათგან საუკეთესოები განთავსდება საეთერო ბადეში და "მოზაიკას" ვებგვერდზე.

თითოეული მათგანი კურსის გავლის შემდეგ, მიიღებს შესაბამისს სერტიფიკატს. წარმატებულ კურსდამთავრებულებთან "მოზაიკა" გააგრძელებს თანამშრომლობას. 

სტაჟირების პროგრამას რადიო "მოზაიკა" ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციის "ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის" (EED) მიერ დაფინანსებული პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. 

"მოზაიკა" არის პირველი სათემო რადიო გორში. მისი მიზანია თემში დემოკრატიული ღირებულებების დაგენრგვა და სათემო კულტურის განვითარების ხელშეწყობა. 

Read 1037 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი