ბაგა-ბაღი "ინტელექტი": აგვიხსნან, დირექტორებს რატომ ჩამოგვართვეს უფლებები?!
"ვითხოვ შესაბამის სამსახურებმა გამარკვიოს რა ხდება და რატომ ხდება?" - ლალი ბაიაძე ბაღების მართვის სააგენტოს სიტუაციაში გარკვევას სთხოვს.
"რატომ გახდა აუცილებელი სააგენტოს შექმნა? მე დავამტკიცებ, რომ რაც სააგენტოა, ირღვევა ჩვენი მუშაობის რეჟიმი. როცა ა(ა)იპები ვიყავით, ვკონტროლდებოდით აუდიტის მიერ და ბაგა-ბაღები, რომლებიც არღვევდნენ წესდებით გათვალისწინებულ ნორმებს. მათზე შეიძლებოდა გატარებულიყო შესაბამისი სანქცია. რატომ ჩამოგვართვეს ყველა უფლება? რას ვერ ვასრულებდით? მე, პირადად, ლალი ბაიაძე ვითხოვ ამ გაურკვევლობის ფაქტებით განმარტებას.
ყველზე უარესი - წლებია, ჩვენს მოვალეობას ვასრულებთ ბაგა-ბაღის დირექტორები და არ ვიმსახურებთ, რომ გაგვარკვიონ, რა ხდება? რა რეფორმას გეგმავს ჩვენი მერია სკოლამდელ განათლებაში?", - წერს ლალი ბაიაძე ბაგა-ბაღ "ინტელექტის" ფეისბუქ გვერდზე.
ამ საკითხზე რადიო "მოზაიკა" ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს ესაუბრა. როგორც ლია კოვზიაშვილი ამბობს, ყველა ამ კითხვას პასუხი თათბირზე გაეცემა.
ამავე თემაზე: საბავშვო ბაღების დირექტორები, ჩამორთმეული ბეჭდები და შეზღუდული უფლებები