ქვახვრელის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გორის მერია ტენდერს აცხადებს

მაისი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საბავშვო ბაღის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 49 744 ლარს გამოყოფს.

სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისამდე გაგრძელდება, სამუშაოები კი გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღის ვადაში უნდა დასრულდეს.

,,იგეგმება ქვახვრელში არსებული ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია. პროექტის მიხედვით განხორციელდება შენობა-ნაგებობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყობა ახალი საკომუნიკაციო და ელექტროობის სისტემები.“-აცხადებენ გორის მერიაში.

ქვახვრელის საბავშვო ბაღმა ნაქირავებ ფართში ფუნქციონირება 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. ორგანიზაციის ალტერნატიულ ფართში განთავსების შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ საბავშვო ბაღის შენობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო. მერიის ინფორმაციით, სააღმზრდელო დაწესებულების ამორტიზირებული შენობა საფრთხეს უქმნიდა ბავშვების ჯანმრთელობას. ალტერნატიულ ფართში განთავსების მიუხედავად პატარებს კვლავ არასახარბიელო პირობებში უწევთ ყოფნა. მუნიციპალიტეტში განმარატავენ, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ბავშვებს არსებული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.

ამ ეტაპზე ქვახვრელის საბავშვო ბაღი ასამდე აღსაზრდელს ემსახურება.

Read 886 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი