პრეზიდენტი: მოთმინების პოლიტიკა არის სწორი და ადეკვატური

მაისი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში არის სწორი და ადეკვატური", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ამ ფონზე მსოფლიო თანამეგობრობის როლზე ისაუბრა.

„აღიარების პოლიტიკა რუსეთს ფაქტობრივად ჩაუვარდა და მსოფლიო თანამეგობრობამ ნათლად შეაქცია ზურგი იმ უსამართლობას, რომლის გატანასაც და გაყიდვასაც რუსეთი ცდილობდა აფხაზეთისა და ოსეთის აღიარების მცდელობით. ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა აგრეთვე გაეროში ლტოლვილთა და დევნილთა დაბრუნების რეზოლუციასთან მიმართებაში. მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ ის პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრული იყო და არის რუსეთის მიმართ და რომელიც მდგომარეობს სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაში არის სწორი და ადეკვატური. ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ ჩვენ არ წამოვეგოთ პროვოკაციას და არ მივცეთ რუსეთის სახელმწიფოს, რომელიც თავისი განვითარების აგრესიულ ფაზაში იმყოფება ამ ეტაპზე, შესაძლებლობა გამოიჩინოს ძალა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ეს კიდევ უფრო აქტუალურია იმ ახალ ფაზაში , რომელშიც ჩვენ შევედით რუსეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით. უფროს სწორედ, რომელშიც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო შედის. 2018 წელი შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მხრიდან იქნა განსაზღვრული როგორც „ცივი ომის“ იმიტაციის მცდელობა. „ცივი ომის“ სპეციფიკა და პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ „ცივი ომის“ დროს მესამე ქვეყნებში, იმ ქვეყნებში, რომლებიც დაცული არ არიან ბოლომდე, (საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატოს წევრი), აი ამ ქვეყნებში იარაღის ჟღარუნი განახორციელოს. ამიტომ ჩვენ დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ამ მიმართულებით ფხიზლად ყოფნა. მე მიმაჩნია, რომ სწორია სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა, მაგრამ ამ ფაზაში კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს მოტივაცია ჩვენი გაერთიანების პოლიტიკური კუთვნილების გარეშე იმ ღირებულებების ირგვლივ, რასაც ჰქვია ჩვენი სამშობლოს ერთიანობის დაცვა“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Read 775 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი