mukilurji640X90

იოსებ მაკრახიძე: პრეზიდენტის გამოსვლა არ მაინტერესებს

მაისი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას პარლამენტში არ დაესწრო.

იოსებ მაკრახიძე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის აზრები და შეფასებები მისთვის უინტერესოა

,,მე არ დავსწრებივარ მარგველაშვილის გამოსვლას, იმიტომ რომ არ მაინტერესებს. მარტო მე კი არა, ,,ქართული ოცნებიდან“ ბევრმა არ მიიღო კიდევ მონაწილეობა", - განაცხადა მაკრახიძემ 

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დღეს გაიმართა. ქვეყნის მდგომარეობის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოხსენების მოსასმენად პარლამენტში მთავრობის წარმომადგენლები და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.

გიორგი მარგველაშვილის მოხსენების შემდეგ შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა დებატების ფორმატში განახლდება. პოლიტიკურ დებატებში გამოსვლებისთვის უმრავლესობასა და უმცირესობას ეძლევა თითოეულს 45 წუთი, ფრაქციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს (სხდომის თავმჯდომარეს) – თითოეულს 15 წუთი, ვიცე-სპიკერებს – 10-10 წუთი, პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში – 5 წუთი. ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური ანგარიში გიორგი მარგველაშვილის ბოლო მოხსენებაა არსებული საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში

Read 941 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი