გორის მერიას სამშენებლო კომპანია სასამართლოში უჩივის

მაისი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

კომპანია "ინშაათ საქართველოს" წარმომადგენელი გორის მერიის ბრალდებებს პასუხობს.

სამშენებლო კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მერიამ „ინშაათ საქართველოს“ ხელშეკრულება უსაფუძვლოდ შეუწყვიტა. კომპანია სადგურის დასახლებაში საბავშო ბაღს აშენებდა.

,,სამშენებლო კომპანიას მერიამ 3+1 თვით ვადა გაუგრძელა ობიექტური და კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. დოკუმენტაცია არსებობს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია შეფერხებით აწარმოებდა საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზის გამო, რომლის გამოსწორებასაც ორი თვის განმავლობაში ცდილობდა. მიუხედავად იმისა რომ, საპროექტო ცდომილებებზე პროექტის ავტორმა კორექტირებული მოცულობების უწყისი მერიას მიაწოდა, მერიამ მშენებელს დოკუმენტაცია არ გადასცა. მშენებელმა კომპანიამ პროექტს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზა ჩაუტარა, რითაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა დამკვეთს რომ პროექტი კორექტირებას საჭიროებდა. სამშენებლო კომპანიამ ამ რეგიონში წარმატებით განახორციელა ბევრად უფრო დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები. იმ შემთხვევაში თუ ის მიიღებდა კორექტირებულ დოკუმენტაციას, მზად იყო შეესრულებინა აღებული ვალდებულება 2018 წლის სექტემბრამდე. მრავალგზის უშედეგო მცდელობის შემდგომ, კომპანია იძულებული გახდა წერილი ჩაებარებინა მერიაში ხელშეკრულების გაწყვეტის მოთხოვნით და სიმართლის საძიებლად სასამართლოსთვის მიემართა“, -აცხადებს სამშენებლო კომპანიის შოთა ბაღათურია.

"ინშაათ საქართველოს" გორის მერიამ ხელშეკრულება ერთი კვირის წინ შეუწყვიტა. მიზეზი სამშენებლო კომპანიის მიერ მშენებლობის ვადის რამდეჯერმე დარღვევა გახდა.

Read 840 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი