mukilurji640X90

მოვაჭრეების თხოვნის მიუხედავად, მერია გარევაჭრობას მაინც აკრძალავს

მაისი 02 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გარევაჭრობის აკრძალვის შესახებ მოვაჭრეები კიდევ ერთხელ გააფრთხილეს. 

„იმედს ვიტოვებთ, რომ გარემოვაჭრები გორის მერიის გაფრთხილებას გაითვალისწინებენ და გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებში 8 მაისიდან უნებართვო სამეწარმეო საქმიანობას აღარ გააგრძელებენ. მერია მათ ქალაქში არსებულ ბაზრებსა და ბაზრობებზე ალტერნატიულ ფართებს მნიშვნელოვანი შეღავათებით სთავაზობს. თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ წინააღმდეგობისა გაწევისა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული სანქციები“,  - მიმართა გარემოვაჭრეებს გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მირიან კლიმიაშვილმა.

აღნიშნულის შესახებ გარემოვაჭრეები ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, სამართალდამცავებთან ერთად, 30 აპრილს გააფრთხილეს. მათ ქუჩების სავაჭრო ნივთებისგან განთავისუფლების ბოლო ვადად 7 მაისის 20:00 საათი განესაზღვრათ.

ამავე თემაზე: გარევაჭრობის აკრძალვის შემთხვევაში, მოვაჭრეები საპროტესტო აქციებს გეგმავენ

Read 484 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი