გორის საკრებულომ ცხოველების რეკლამებში გამოყენების წესი განსაზღვრა

მაისი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შინაური ცხოველების რეკლამებში, გამოფენებში, შეჯიბრებაში და გასართობ ღონიძიებაში გამოყენების წესები განსაზღვრა.

ცხოველების მოვლა-პატრონობის და მართვის წესის მიხედვით, რომელიც მხოლოდ ძაღლებსა და კატებზე ვრცელდება, ცხოველების გამოყენება რეკლამაში, გამოფენებში, შეჯიბრებაში, გასართობ და სხვა მსგავს ღონისძიებაში დასაშვებია ღონისძიების ორგანიზატორის მიერ წინამდებარე წესით ცხოველისათვის დადგენილი პირობების უზრუნველყოფის შემთხვევაში.

ამასთან, ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის ზიანის მიუყენებლად, ამასთან, ცხოველმა არ უნდა განიცადოს ისეთი ფარმაკოლოგიური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვაგვარი ზემოქმედება, რომელიც გავლენას მოახდენს მის ბუნებრივ ქცევაზე.

დადგენილების პროექტი დეპუტატებმა საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განიხილეს. დამტკიცებაზე კი საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ

Read 1054 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი