თამარ მეარაყიშვილმა ცხინვალში დე ფაქტო პროკურატურას პროცესი მოუგო

მაისი 03 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურას სასამართლო პროცესი მოუგო.

მეარაყიშვილი ე.წ. პროკურატურას მის წინააღმდეგ საქმის უკანონოდ აღძვრაში ადანაშაულებდა. სარჩელი ცხინვალის ე.წ. სასამართლომ განიხილა და  მოსამართლემ  გადაწყვეტილება მეარაყიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა.

ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურა მეარაყიშილის მმართველი პარტიის, „ერთიანი ოსეთის“ ცილისწამებაში ადანაშაულებდა. მეარაყიშვილმა პროკურატურის მიერ აღძრული სწორედ ეს საქმე გაასაჩივრა.

დე ფაქტო პროკურატურას სამოქალაქო აქტივისტის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აქვს აღძრული. ამჯერად მეარაყიშვილს ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებას ედავებიან.

მეარაყიშვილის საქმეზე ცხინვალის ხელისუფლების მისამართით არაერთი განცხადება და მიმართვა გაკეთდა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო უფლებადამცველების მხრიდან.

მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის დაწყებამდე თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

Read 907 times Last modified on Last modified on მაისი 03 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი